JOBSEARCHER

Network Administrator

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში  ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.ძირითადი მოვალეობები:·        ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა;·        ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანალიზი და სამუშაო გეგმის შედგენა;·        ქსელური ინფრასტრუქტურის კონფიგურაცია და ადმინისტრირება;·        Fortigate NGF (HA, ACL, OSPF, VPN )კონფიგურაცია და ადმინისტრირება;·        ქსელური მოწყობილობების (HP, H3C, Grandstream, Fortigate) აპარატურული და პროგრამული კონფიგურაცია, ადმინისტრირება, მონიტორინგი;·        ქსელური სერვისების, მოწყობილობების და ინფორმაციულ ტექნოლოგიური კომუნიკაციების ინსტალაცია, კონფიგურაცია, მართვა;·        ქსელის წარმადობის კონტროლი და ქსელური რესურსების ეფექტური გამოყენება;·        ქსელის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;საკვალიფიკაციო მოთხოვნები:·        ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLAN, LACP, STP, RSTP, MLAG, IRF,·        NG Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება;·        DLP, IPS, IDS, NIPS;·        საერთაშორისო კიბერ უსაფრთხოების სტანდარტების და პრაქტიკების ცოდნა;·        Firewall-ების ადმინისტრირება (Cisco, Mikrotik, FortiGate);·        Cisco CCNA ან CCNA Security - ჩაითვლება უპირატესობად.·        Fortinet NSE-3,4 ჩაითვლება უპირატესობად.·        აუცილებელია ქსელის ადმინისტრატორი პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილებაპიროვნული უნარ-ჩვევები:·        პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტის უნარი·        პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა·        დროის ეფექტურად მართვის უნარიგრაფიკი/პირობები:·        გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;·        სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;·        ანაზღაურება: 5000 Gel+ კვალიფიკაციის მიხედვით;·        ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);·        Fitpass·        კვება;თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთგამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: ITJob@domino.com.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.გისურვებთ წარმატებებს!